21 ივლისი 2026, 11:01
შოტლანდიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
მსოფლიო

ფოტო: Craig Duncan Photography
გაზიარება
შოტლანდიაში, ჰოლირუდის სამეფო პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს არტურის ტახტის - ძველი ჩამქრალი ვულკანისა და ედინბურგის სავიზიტო ბარათის ფერდობებზე გაჩნდა.
მაშველები ცეცხლს ასევე კერნგორმის ეროვნულ პარკშიც ებრძოდნენ.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ჯონ სუინიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ტყის ხანძრების საფრთხე სათანადოდ უნდა შეფასდეს და მოქალაქეებს მოუწოდა, ღია ცის ქვეშ ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ.





