17 ივლისი 2026, 12:04
კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გრძელდება
მსოფლიო

ფოტო: Укрінформ
გაზიარება
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის გადაყენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები კვლავ ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის ოფისის სიახლოვეს შეიკრიბნენ.
ადამიანებს ისევ უჭირავთ პლაკატები წარწერებით და სკანდირებენ: „დეპუტატებო, სამსახურში!“, „ფედოროვი თავდაცვის მინისტრია!“, „სირსკი გადადგეს!“.
16 ივლისს დედაქალაქში გამართული აქცია გვიან საღამომდე გაგრძელდა.





