16 იანვარი 2018, 15:18
2025 წლისთვის ევროკავშირში შეიძლება ორი ქვეყანა შევიდეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
მონტენეგრო და სერბეთი 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად უნდა იყვნენ. ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კოსოვო და მაკედონია კი ამ პერიოდისთვის ევროკომისიის დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგიის პროექტის ყველა პუნქტს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ევროკომისიის დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგია 6 თებერვალს გამოქვეყნდება. სტრატეგია ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია, რათა ბალკანეთის 6 ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო მოქნილი გახდეს.





