დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი
ფოტო: Getty Images
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
„მან კრახი განიცადა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში - მიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). წარმატებებს ვუსურვებ!“ - წერს ტრამპი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტარმერმა ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს





