აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი: აშშ იღებს ვალდებულებას, შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს რეზოლუციები და აშშ-ის ყველა ცალმხრივი სანქცია, პირველადი და მეორადი, შეთანხმებული გრაფიკით, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ იღებს ვალდებულებას, შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს რეზოლუციები და აშშ-ის ყველა ცალმხრივი სანქცია, პირველადი და მეორადი, შეთანხმებული გრაფიკით, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, - ნათქვამია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის ოფიციალურ ტექსტს ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ ზემოთ ხსენებული სანქციების შეწყვეტის საკითხის კრიტიკულ მნიშვნელობას და გამოთქვეს განზრახვა, დაუყოვნებლივ განიხილონ ეს საკითხები მოლაპარაკებების დროს, რათა მიაღწიონ მათზე ორმხრივ შეთანხმებას“, - აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.





