10 ივნისი 2026, 03:20
POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
„შეთანხმების ამჟამინდელ სტატუსთან დაკავშირებით არაფერი იცვლება“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიური საკითხების განხილვის გამო არ ისურვა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანთან შეთანხმება „ჯერ კიდევ ახლოსაა“.





