კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომელთა შედეგადაც ქვეყანას ახალი მმართველი ეყოლება. მოქმედი პრეზიდენტი გუსტავო პეტროსა კენჭისყრაში არ მონაწილეობს, რადგან კონსტიტუცია თანამდებობის ზედიზედ მეორედ დაკავებას კრძალავს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.
გამოკითხვების მიხედვით, გამოკვეთილია 3 ლიდერი - მემარჯვენე ივან სეპედა, ასევე მემარჯვენე აბელარდო დე ლა ესპრიელია და კონსერვატორი სენატორი პალომა ვალენსია.





