რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Getty Images
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.
„სრული პატივისცემით, ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც არჩევნების შედეგებს ვულოცავ.
ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღორძინებას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“, – წერს ფიცო.





