პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
მსოფლიო

პიტერ მაგიარი
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
„პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა“, - დაწერა პიტერ მაგიარმა სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ინფორმაციისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.
დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის 2000 წელს შექმნილი „ტისა“ იყვნენ.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დაითვალონ.
Prime Minister Viktor Orbán has just called to congratulate us on our victory.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) April 12, 2026




