16 მარტი 2026, 14:06
ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეშქეზიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
მსოფლიო

მასუდ ფეშქეზიანი/ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტს ელაპარაკა. ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეზეშქიანს რეგიონის სახელმწიფოთა წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს შეახსენა, რომ პარიზი რეგიონში საკუთარ ინტერესებს და პარტნიორებს იცავს და თეირანის მხრიდან თავდასხმები მიუღებელია. მაკრონის თქმით, უკონტროლო ესკალაციის ფონზე, რეგიონი სრულ ქაოსში აღმოჩნდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხოლოდ ახალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ჩარჩო უზრუნველყოფს მშვიდობას.





