15 მარტი 2026, 13:19
საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს
მსოფლიო

ფოტო: AP
გაზიარება
საფრანგეთის მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც Politico წერს, „ეს არჩევნები მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვცემს მომავალი წლის გადამწყვეტი საპრეზიდენტო რბოლისთვის, რომელშიც, პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენეებმა უნდა გაიმარჯვონ“.
საარჩევნო ბიულეტენებში საფრანგეთის 35 000-ზე მეტი კომუნის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებია წარდგენილი.
კენჭისყრა ორ ტურად ტარდება და მეორე ტურში, რომელიც 22 მარტს გაიმართება, მხოლოდ ის კანდიდატები გადადიან, რომლებიც კვირას ხმების 10%-ზე მეტს დააგროვებენ.





