ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკარდი
ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 37 იყო, ხოლო 81 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს „ელენე ხოშტარიას და სხვა ყველა პოლიტიკურად მოტივირებული პირის დაკავებას“.
ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ხოშტარია დაკავების დროს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.





