ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მან უკვე გააცნო როგორც ევროპელ ლიდერებს, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
ზელენსკის თქმით, საქმე ეხება რუსულ ნავთობს, რომლის გატარებაც ომის პირობებში გაუმართლებელია.
„სიმართლე გითხრათ, მე მას არ აღვადგენდი. ეს ჩემი პოზიციაა. ეს ვუთხარი ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას. იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებსაც ფასი არ აქვს. ისინი ჩვენ გვხოცავენ, ჩვენ კი ორბანს ნავთობი უნდა მივაწოდოთ, რადგან მას ამ ნავთობის გარეშე არჩევნების მოგება არ შეუძლია?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
TWITTER POST





