The Guardian: აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს
მსოფლიო

ფოტო: AP
The Guardian-ი ცნობით, აშშ-ის სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი (MRFF) აცხადებს, რომ მან ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა შტოს სამხედრო მოსამსახურეებისგან, მათ შორის საზღვაო ქვეითებისგან, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური ძალებისგან 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო. საჩივრის მიხედვით, მეთაურები ომის გასამართლებლად ექსტრემისტულ ქრისტიანულ რიტორიკას იყენებენ.
კერძოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს.
საჩივარი 15 ჯარისკაცის სახელით შეიტანეს, მათ შორის 11 ქრისტიანი, ერთი მუსლიმი და ერთი ებრაელია. ერთ-ერთმა მათგანმა ფონდს განუცხადა:
„მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „უფლის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, - დასძინა ოფიცერმა.





