აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: Apa.az
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„5 მარტს, დაახლოებით შუადღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე დაეცა, ხოლო მეორე - შეკარაბადის სოფელში მდებარე სკოლასთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შეტევას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარეობდა, რის შედეგადაც დაზიანდა აეროპორტის შენობა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედია, თავის მხრივ, იტყობინება, რომ დაშვებულები ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.





