05 მარტი 2026, 12:31
მედია: ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
მსოფლიო

ფოტო: Apa.az
გაზიარება
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ერთი ნახიჩევანის აეროპორტის შენობას დაეცა, ხოლო დანარჩენი - სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა.
ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.





