კაია კალასი: გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: Reuters
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა გააკეთა კომენტარი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებაზე, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
„ალი ხამენეის გარდაცვალება ირანის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია. რა მოხდება შემდგომ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ახლა გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის“, - წერს კალასი.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.





