„ცაჰალმა“ ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „მგრგვინავი ლომი“ უწოდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ირანის წინააღმდეგ აშშ-თან ერთად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ იუწყება და აღნიშნავს, რომ მას სახელად „მგრგვინავი ლომი“ ეწოდა.
„ისრაელის თავდაცვის არმიამ და აშშ-ის შეიარაღებული ძალებმა ირანული ტერორისტული რეჟიმის სრული დასუსტებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ისრაელის ეგზისტენციური საფრთხეების მოშორების მიზნით ერთობლივი ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყეს“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
„ცაჰალის“ მტკიცებით, ებრაელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ირანში ათობით სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
„რეჟიმი აგრძელებს ისრაელის საზღვრებთან განლაგებული პროქსი ძალების დაფინანსებას, გაწვრთნასა და შეიარაღებას. ეს ქმედებები ისრაელის სახელმწიფოსთვის, ახლო აღმოსავლეთისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.





