Reuters: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინთან კავშირებში იყო მხილებული, თანამდებობიდან გადადგა
მსოფლიო

ბორგე ბრენდე
ფოტო: Reuters
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბრენდე მას შემდეგ გადადგა, რაც რამდენიმე კვირის წინ ფორუმმა დაიწყო გამოძიება მისი და სექსუალური ხასიათის დანაშაულში მხილებული ჯეფრი ეპშტეინის კავშირების დასადგენად.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ფაილები, სადაც აღნიშნულია, რომ ბრენდეს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა, ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა. ის აგრეთვე მას ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებოდა.
„ფრთხილი განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის თანამდებობა. ჩემი საქმიანობა, რომელიც 8,5 წელი გაგრძელდა, იყო ძალიან ნაყოფიერი“, - განაცხადა ბრენდემ, თუმცა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
მან მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და პარტნიორებს თანამშრომლობისთვის და დასძინა, რომ ფორუმმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და არაფერს მიაქციოს ყურადღება.





