ტრამპი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლახან, ოვალური კაბინეტიდან, ხელი მოვაწერე 10%-იან გლობალურ ტარიფს ყველა ქვეყნისთვის
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: არქივი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლახან, ოვალური კაბინეტიდან, ხელი მოვაწერე 10%-იან გლობალურ ტარიფს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ძალაში თითქმის დაუყოვნებლივ შევა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
მანამდე აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საქონლის მთელ იმპორტზე, უკვე არსებული გადასახადების გარდა, დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს.
თუმცა, ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი მოსაკრებლები მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.
ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „301-ე მუხლი“.





