ტრამპი ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: უცხო ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ, ახლა ქუჩებში ცეკვავენ - ისინი დიდხანს ვერ იცეკვებენ, გარწმუნებთ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.
დონალდ ტრამპის თქმით, მას „რცხვენია უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი წევრის“, რადგან მათ „არ ეყოთ გამბედაობა, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იყო“ აშშ-ისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ხმა მის სასარგებლოდ მისცეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უცხო ქვეყნები, რომლებიც „წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ“, ახლა „ქუჩებში ცეკვავენ“.
„ისინი დიდხანს ვერ იცეკვებენ, გარწმუნებთ“, - დასძინა მან.
„სასამართლოში მყოფი დემოკრატები აღფრთოვანებულმი არიან... ისინი ავტომატურად აძლევენ ხმას წინააღმდეგ“, - დასძინა მან.





