The Economist-ის ინფორმაციით, ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას ივნისისთვის დამღუპველ დათმობაზე წასვლა აიძულოს, რათა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს
მსოფლიო

ფოტო: The Economist
ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა უკრაინას ივნისისთვის დამღუპველ დათმობაზე წასვლა აიძულოს, რათა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს. სტატიას ამ შინაარსით The Economist-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ, ამერიკას უკვე შეთანხმებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმება 12 ტრილიონი დოლარის ღირებულების გარიგებების სანაცვლოდ.
გამოცემის ცნობით, გასული წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული აშშ-რუსეთის სამიტის დროს ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ დადონ „დიდი გარიგება“, რომლის ნაწილიც რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნაც იქნება.
კერძოდ, ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-მა შესთავაზა რუსეთს დაუბრუნოს ბიზნესი ამერიკულ კომპანიებს, რომლებმაც რუსული ბაზარი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დატოვეს, უსასყიდლოდ. აღნიშნული აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თუმცა, რადგან რუსეთში ამერიკულ კომპანიებს მუშაობაზე შეზღუდვა აქვთ დაწესებული, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სურთ, რომ მათ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მსოფლიო ბაზრის ტრანსფორმაცია მოახდინონ, წერს The Economist-ი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანას აქვს დიდი წიაღისეული რესურსები არქტიკასა და შორეულ ჩრდილოეთში, რომელთა ექსპლუატაცია ათეულობით ამერიკულ და არამეგობრული ქვეყნების სუვერენულ ფონდებს სურთ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გარიგება ყველა მხარეს მოუტანს სარგებელს.





