სახელმწიფო დეპარტამენტი: საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის უნდა არსებობდნენ. არ უნდა იყვნენ გლობალური კანონმდებლები, ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის მქონე დამოუკიდებელი წყაროები
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის არსებობენ.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ არიან გლობალური საკანონმდებლო ორგანო, ან მორალური, პოლიტიკური, ან/და სამართლებრივი ავტორიტეტის მქონე დამოუკიდებელი წყარო.
„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის არსებობენ. ისინი არ არიან გლობალური საკანონმდებლო ორგანო, ან მორალური, პოლიტიკური, ან/და სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელი წყარო. ისინი ნამდვილი მიზნის გზას სცდებიან, როცა მომხრეების საკუთარ ჯგუფებს ქმნიან და ცდილობენ წინ წასწიონ პროგრამები, რომლებსაც არცერთი მოქალაქე არც იწონებს, არც უარყოფს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც ახალ სტრატეგიაშია აღნიშნული, ამერიკის ხელისუფლება თაობების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ გლობალური ძალისხმევა თავისთავად არის კარგი და რომ ამ ძალისხმევის ფარგლებში თანამშრომლობა გლობალურ მშვიდობას მოიტანდა, ხოლო დიდი სახელმწიფოების პაექრობას დრომოჭმულად გამოაცხადებდა.
„ეს ოცნება არ ახდა და ვერც ახდება. სანამ შეერთებული შტატები საკუთარ გავლენას ასეთი მცდარი იდეების განვითარებაზე ხარჯავდა, ჩვენ რეალურ კონკურენციაში გვამარცხებდნენ“, - წერია ახალ სტრატეგიაში.





