The Atlantic: მომავალ კვირებში, როდესაც საარჩევნო კამპანია ტრამპის ყურადღებას სულ უფრო მეტად მიიპყრობს, მან შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
უკრაინული დელეგაციისთვის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად ხანგრძლივი დისკუსიებისა, პროცესი აშკარა ჩიხშია შესული, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი.
აბუ-დაბიში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, უკრაინელი დელეგატები კიევში მყოფ პრეზიდენტს დაუკავშირდნენ. სატელეფონო საუბრისას მათ მხოლოდ ზოგადი სურათის აღწერა შეძლეს, რადგან მოსმენის რისკი მაღალია. ყველაზე სენსიტიური საკითხები, მათ შორის ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა მშვიდობის სანაცვლოდ, მხოლოდ კიევში დაბრუნების შემდეგ, პირისპირ შეხვედრაზე განიხილება.
რუსული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს უკრაინულ ტერიტორიებს და არანაირ კომპრომისზე არ მიდის.
თეთრი სახლის წარმომადგენლები მოთმინებას კარგავენ. უკრაინული მხარე გრძნობს, რომ დრო იწურება.
„მომავალ კვირებში, როდესაც საარჩევნო კამპანია ტრამპის ყურადღებას სულ უფრო მეტად მიიპყრობს, მან შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მოლაპარაკებები მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი გახდა. ასეთ შემთხვევაში, მან შესაძლოა პროცესი მიატოვოს და დიპლომატიის მარცხი ერთ-ერთი ან ორივე მხარის ხისტ პოზიციას დააბრალოს“, - ნათქვამია სტატიაში.





