რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი
მსოფლიო

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბოგოდუხოვი დრონით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონი ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილები არიან 34 წლის მამაკაცი და სამი ბავშვი. ორი ბიჭი ერთი წლის იყო, ხოლო ერთი გოგონა - 2 წლის.
ამასთან, დაბომბვის შედეგად დაშავდა 35 წლის ფეხმძიმე ქალი და კიდევ ერთი ადამიანი. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეხანძრე-მაშველები, აგრეთვე გამნაღმველები და კინოლოგები.





