06 თებერვალი 2026, 11:23
Reuters: მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღმასრულებელი დირექტორის, ბორგე ბრენდეს ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირის გამო გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

ბორგე ბრენდე
ფოტო: Reuters
გაზიარება
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღმასრულებელი დირექტორის, ბორგე ბრენდეს ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირის გამო, დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ბორგე ბრენდეს ეპშტეინთან ახლო ურთიერთობა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა. ის აგრეთვე მას ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებოდა.





