05 თებერვალი 2026, 11:59
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა
მსოფლიო

ფოტო: x.com
გაზიარება
პოლონეთს პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის კანცელარია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„პრემიერ დონალდ ტუსკის ვიზიტი კიევში დაიწყო“, - აღნიშნულია პოლონეთის პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიევის რკინიგზის სადგურზე ტუსკს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დახვდა.
მანამდე, 2 თებერვალს ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავა.
📍Premier @DonaldTusk rozpoczął wizytę w Kijowie 🇵🇱🇺🇦 pic.twitter.com/5XUE8HhsvY
— Kancelaria Premiera (@PremierRP) February 5, 2026





