03 თებერვალი 2026, 11:03
რუსეთმა კიევი დაბომბა. არიან დაშავებულები
მსოფლიო

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახლემწიფო სამსახური
გაზიარება
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა კიევის თითქმის ყველა რაიონი. დამწვარია საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი კორპუსები. ერთ-ერთი ჭურვი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. დაზიანდა ძაბვის გადამცემი ხაზიც. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის გამო 2 ათასამდე მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა. სპეციალისტები ადგილზე უკვე მუშაობენ.





