31 იანვარი 2026, 03:29
ორბანი: უკრაინა არ აძლიერებს ევროპას, პირიქით, ასუსტებს მას და ომში გვითრევს
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
უკრაინა არ აძლიერებს ევროპას, პირიქით, ასუსტებს მას და ომში გვითრევს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„ევროპის თავდაცვის ხაზი ცენტრალურ ევროპაში ნატოს საზღვარზე გადის და არა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, ჩვენი რესურსები კი ჩვენივე თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.





