მარკ რუტე: ევროპა ახლა აშენებს თავის თავდაცვის ინდუსტრიას, თუმცა ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო რესურსების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა
მსოფლიო

მარკ რუტე
ფოტო: GettyImages
ორშაბათს, ევროპარლამენტში სტუმრობისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოუწოდა ევროპარლამენტის წევრებს, უკრაინას მიეცეს უფლება, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ნაწილი აშშ-ის შეიარაღების შესაძენად გამოიყენოს.
„უზრუნველყავით მოქნილობა ამ სახსრების დახარჯვისას და ნუ იქნებით ზედმეტად შეზღუდულები დათქმით - „იყიდე ევროპული“ (buy-EU)“, - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროკომისიამ უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სასესხო პაკეტი წარუდგინა, რომლის ორი მესამედიც კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მოხმარდება.
„ევროპა ახლა აშენებს თავის თავდაცვის ინდუსტრიას, თუმცა ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო რესურსების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





