25 იანვარი 2026, 08:37
კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: CHANNEL 103
გაზიარება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერსა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, სტარმერმა საკითხი დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტად მოიხსენია.
ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთ-უკრაინის ომში მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და პროგრესის აუცილებლობაზე.





