მედია: დიდთოვლობის გამო აშშ-ის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის ხელისუფლებამ დიდთოვლობის გამო სულ მცირე 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ალაბამას, არკანზასის, დელავერის, ჯორჯიის, კანზასის, კენტუკის, ლუიზიანის, მერილენდის, მისისიპის, მისურის, ნიუ ჯერსის, ნიუ-იორკის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიის, სამხრეთ კაროლინის, ტენესის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებში.
ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში დიდთოვლობაა მოსალოდნელი. უამინდობის გამო 8 300 ფრენაა უკვე გაუქმებულია. ვაშინგტონში სახელმწიფო უწყებები ორშაბათს მუშაობას დროებით შეაჩერებენ. მედიის ინფორმაციით, უამინდობა 180 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.





