კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელთა ნდობის რეიტინგში ზალუჟნი და ბუდანოვი ზელენსკის უსწრებენ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნდობის რეიტინგში მესამე ადგილზეა.
მას უსწრებენ დიდი ბრიტანეთში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.
გამოკითხვა 2026 წლის 9-14 იანვარს, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 601-მა რესპონდენტმა მიიღო.
მონაცემები ასე გადანაწილდა:
-
ვალერი ზალუჟნი: რეიტინგის ლიდერია. მას ენდობა გამოკითხულთა 72%, ხოლო არ ენდობა 21% (ნდობის ბალანსი: +51%).
-
კირილო ბუდანოვი: ანალოგიური ნდობის ბალანსი აქვს (+51%). მას ნდობას უცხადებს რესპონდენტთა 70%, ხოლო არ ენდობა 19%.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: მესამე ადგილს იკავებს. პრეზიდენტს ენდობა გამოკითხულთა 62%, არ ენდობა - 34% (ნდობის ბალანსი: +28%).





