დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი მიზანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის მოპოვებას გადააფიქრებინებს და დანიას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეუნარჩუნებს
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვაშინგტონის მუქარის მიუხედავად, დანია, გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად, შეერთებულ შტატებთან დიალოგს გააგრძელებს. შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ოსლოში, ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენი მიზანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის მოპოვებას გადააფიქრებინებს და დანიას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეუნარჩუნებს. უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ პრეზიდენტი არ არის. ამერიკულ საზოგადოებაში შეკავებისა და ბალანსის სისტემა არსებობს. ვფიქრობ, გარკვეულ წესებს უნდა მივყვეთ. გასულ კვირას დავიწყეთ დიალოგი. უკან დახევას არ ვაპირებთ და ვფიქრობ, რომ არჩეულ კურსს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა რასმუსენმა.





