მედია: „რამდენიმე მოსამართლის მიზანში ამოღებაც საკმარისია დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფეროს შესაქმნელად... ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა“ - ფრანგი მოსამართლეები ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
დეკემბრის ბოლოს გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამი ფრანგი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც 2025 წლის მარტში პოლიტიკოსი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნეს, სანქციების შემოღებას განიხილავდა.
როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საბოლოო ჯამში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სარა როჯერსმა უარყო, საფრანგეთის სასამართლო სისტემაში ის მაინც შეშფოთების მიზეზად რჩება.
მედიის ცნობით, 2025 წლის აგვისტოდან დღემდე აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 11 მოსამართლე, მათ შორის ფრანგი ნიკოლა გიიუ დაასანქცირა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არის არა მხოლოდ აკრძალვა აშშ-ში მოგზაურობაზე, არამედ დასანქციერულ ადამიანებს არ შეუძლიათ Visa ან American Express-ის საბანკო ბარათებით სარგებლობა, სასტუმროების დაჯავშნა და ასე შემდეგ.
ფრანგული მედია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სანქციების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სანქციების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენს ბრძოლა ტერორისტებთან, დიქტატორებთან ან ნარკომოვაჭრეებთან, ხოლო ახლა ამერიკული ადმინისტრაცია აპირებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მას არ ეკუთვნის.
„საკმარისია მიზანში ამოვიღოთ რამდენიმე მოსამართლე, რათა დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფერო შეიქმნას“, - ციტირებს მედია მაგისტრატთა კავშირის (USM) პრეზიდენტს ლუდოვიკ ფრიატს.





