10 იანვარი 2026, 00:25
ტრამპი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: გუშინ აშშ-მა ვენესუელისგან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი მიიღო - ეს თანხა ძირითადად აშშ-ში წავა, ნაწილი კი ვენესუელას გადაეცემა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ აშშ-მა ვენესუელისგან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი - 30 მილიონი ბარელი - მიიღო.
მისი თქმით, ეს თანხა ძირითადად აშშ-ში წავა, ნაწილი კი ვენესუელას გადაეცემა.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ამ დიდ ამერიკულ კომპანიებს დახმარება ვენესუელის დანგრეული ნავთობინდუსტრიის სწრაფად აღდგენაში და მილიონობით ბარელი ნავთობის მოპოვებაში, რაც სარგებელს მოუტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვენესუელელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





