09 იანვარი 2026, 23:14
ტრამპი: მოუთმენლად ველოდები კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან შეხვედრას თეთრ სახლში, თებერვლის პირველ კვირას
მსოფლიო

დონალდ ტრამპი გუსტავო პეტრო
ფოტო: GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიელ კოლეგასთან, გუსტავო პეტროსთან თეთრ სახლში შეხვედრა დააანონსა.
„მოუთმენლად ველოდები კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან შეხვედრას თეთრ სახლში, თებერვლის პირველ კვირას. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს როგორც კოლუმბიისთვის, ასევე აშშ-ისთვის, თუმცა კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების შემოდინება ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.





