07 იანვარი 2026, 17:11
Fox News: აშშ-ის ძალები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის შესაპყრობად ოპერაციას ატარებენ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
აშშ-ის ძალები ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Marinera-ზე ასვლას ცდილობენ. ინფორმაციას Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე Wall Street Journal-მა დაწერა, რომ რუსეთმა ტანკერის გასაცილებლად წყალქვეშა ნავი და სხვა სამხედრო-საზღვაო რესურსები გაგზავნა.
გემი, რომელიც მანამდე Bella 1-ის სახელით ოპერირებდა, ორ კვირაზე მეტია ცდილობს თავი დააღწიოს აშშ-ის ძალებს, რომლებიც ვენესუელასთან ახლოს სანქცირებული ნავთობის გადაზიდვების აღკვეთას ცდილობენ. ის ვენესუელაში ირანიდან მიცურავდა.





