03 იანვარი 2026, 17:44
მედია: უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ფრონტის მახლობლად მდებარე 44 დასახლებიდან სამი ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ფრონტის მახლობლად მდებარე 44 დასახლებიდან სამი ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა ჩერნიგოვის ოლქის 14 სასაზღვრო სოფელში.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, გასული წლის ზაფხულიდან ფრონტის ხაზიდან უსაფრთხო ადგილებში 150 ათასი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 18 ათასი ბავშვი და 5 000-ზე მეტი შეზღუდული მობილურობის მქონე პირი.





