რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: უკრაინამ გაავრცელა დარეგულირების გეგმა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაზეც მუშაობა აშშ-თან მიმდინარეობს
მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი
ფოტო: TASS
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გაავრცელა დარეგულირების გეგმა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაზეც მუშაობა აშშ-თან მიმდინარეობს.
„ამერიკელები დათანხმდნენ, რომ ანკორიჯში განსაზღვრული ჩარჩოები არის ის, რაშიც უნდა დავრჩეთ და რაც კონკრეტიკით უნდა შევავსოთ. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს პირდაპირი დასკვნა, რომ მათ ეს მიიღეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინულ საჯარო არხებში გამოჩნდა ბმულები 20 პუნქტისგან შემდგარ გეგმაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა რადიკალურად - თუკი ამას საერთოდ შეიძლება გეგმა ეწოდოს - განსხვავდება იმ 27 პუნქტისგან, რომლებზეც ბოლო კვირების განმავლობაში, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისას ვმუშაობდით“, - დასძინა მან.





