25 დეკემბერი 2025, 17:47
კალიფორნიაში ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: Noah Berger/AP
გაზიარება
აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სტიქიის ეპიცენტრი ქალაქი რედინგია, სადაც ღვარცოფის საშიშროების გამო სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
„ქალაქი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ სამშაბათს დაწყებული წვიმა პარასკევამდე გაგრძელდება და მას უფრო მასშტაბური შედეგები მოჰყვება, ვიდრე ეს წუხელ იყო. დღეს კარგი დღეა მომზადებისთვის, რადგან წვიმა კვლავაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა ქალაქ რედინგის მერმა მაიკ ლიტაუმ.
როგორც გამოცემა წერს, დატბორვისა და მეწყერის გამო ჩაიკეტა რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალიც.





