უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ომის დროს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მოამზადებს
მსოფლიო

რუსლან სტეფანჩუკი
ფოტო: უკრაინის პარლამენტი
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალურ კანონს ერთჯერადად გამოიყენებენ.
სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ომის დროს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მოამზადებს.
ჯგუფს სათავეში ჩაუდგება პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე კორნიენკო. ასევე, მის შემადგენლობაში შევლენ ყველა ფრაქციისა და სადეპუტატო ჯგუფის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
სტეფანჩუკის თქმით, ჯგუფის ამოცანაა შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელს გახდის „უსაფრთხო დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარებას, რომლის შედეგებსაც ნდობას გამოუცხადებენ როგორც უკრაინაში, იასევე მის ფარგლებს გარეთ.





