20 დეკემბერი 2025, 13:06
თურქეთში რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან-10“ ჩამოვარდა
მსოფლიო

ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
გაზიარება
თურქეთში, კოჯაელის პროვინციაში რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან-10“ ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. დრონს დეტალური კვლევა უტარდება.
ეს თურქეთში ბოლო კვირების განმავლობაში დრონებთან დაკავშირებით მეორე ინციდენტია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან მოფრენილი „უკონტროლო“ დრონი ჩამოაგდეს.





