18 დეკემბერი 2025, 10:25
ჰაკერებმა Pornhub-ის პრემიუმ-მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ჰაკერულმა დაჯგუფებამ ShinyHunters მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პორნოსაიტის Pornhub-ის პრემიუმ-მომხმარებლების მონაცემები მოიპოვა და მათი გამოქვეყნებით იმუქრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიბერთავდასხმის მასშტაბი ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, თუმცა ცნობილია, რომ ჰაკერები გამოსასყიდ თანხას ბიტკოინებში ითხოვენ და სანაცვლოდ მოპარული ინფორმაციის წაშლისა და მისი გამოუქვეყნებლობის პირობას დებენ.
Pornhub-სა და მის მფლობელ კანადურ კომპანიაში Ethical Capital Partners Reuters-ის ჟურნალისტების კითხვებს ჯერჯერობით არ უპასუხეს.





