ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Getty Images
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს, რათა რუსეთმა მუდმივი წნეხი იგრძნოს, - განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„გზა ცნობილია. რუსეთი მუდმივ ზეწოლას უნდა განიცდიდეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, არა საჩვენებლად, არამედ შედეგების მისაღწევად. ამ მიზნით ევროპა რუსეთისთვის ომის ფასის გაზრდას განაგრძობს. ჩვენ სანქციების ახალ პაკეტს ვამზადებთ. ჩვენ უკვე გავყინეთ დიდი ხნით რუსული აქტივები ევროკავშირში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმების დეტალებიც განმარტა. ის ტერიტორიების საკითხსაც შეეხო, რომელიც ამ დრომდე დავის მთავარი საგანია, და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.





