14 დეკემბერი 2025, 14:23
ცაჰალი „ჰამასის“ უფროსი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ ავტომობილზე თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ უფროსი მეთაური რაედ საედი მოკლეს.
საედი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და „ჰამასის“ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღჭურვილ ბატალიონს მეთაურობდა.





