12 დეკემბერი 2025, 19:17
ზელენსკიმ ქალაქ კუპიანსკიდან ვიდეო გამოაქვეყნა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, ქალაქ კუპიანსკში არის ჩაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკის ჩრდილოეთი ნაწილები დაიბრუნეს.
„დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე შედეგის მიღწევა, რათა უკრაინამ შედეგს დიპლომატიაში მიაღწიოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გასულ თვეში მოსკოვი აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა კუპიანსკზე სრული კონტროლი დაამყარეს.





