ფონდ „ჰერითიჯის“ „მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის“ დირექტორი: ევროკავშირი სულ უფრო და უფრო ასოცირდება დესპოტიზმთან, სოციალიზმთან, მასობრივ მიგრაციასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან და ეროვნული სუვერენიტეტის დაკნინებასთან
მსოფლიო

ნაილ გარდინერი
ფოტო: ვიდეოკადრი
ევროკავშირი სულ უფრო და უფრო ასოცირდება დესპოტიზმთან, სოციალიზმთან, მასობრივ მიგრაციასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან და ეროვნული სუვერენიტეტის დაკნინებასთან, - მიიჩნევს ფონდ „ჰერითიჯის“ „მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის“ დირექტორი ნაილ გარდინერი.
როგორც იგი აღნიშნავს, აშშ-ის კონგრესის ზოგი წევრი და ამერიკელი მაღალჩინოსნები სამართლიანად ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის არადემოკრატიული, მას ძალაუფლების მოყვარული დანიშნული ადამიანები მართავენ, რომლებიც პრაქტიკულად არაფერზე არიან პასუხისმგებელნი.
გარდინერი იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მასკს მხარი დაუჭირა და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ევროპული კომისიის მოქმედება არის “თავდასხმა ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან“.
ფონდ „ჰერითიჯის“ „მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის“ დირექტორის ვარაუდით, ახლა დადგა დრო, რომ აშშ-მა ამერიკაში ევროკომისიის იმ ჩინოვნიკებს აუკრძალოს შესვლა, რომლებიც მასკზე და მის კომპანიაზე თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათ შეერთებულ შტატებში შესვლა და მომდევნო წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უნდა აეკრძალოთ. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი ამერიკელ მოქალაქეებზე და ევროპაში მათ ბიზნესზე თავდასხმებს არ მოითმენს“, - წერს გარდინერი.





