ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მიზანია ძლიერი უკრაინა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Getty Images
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიზანს წარმოადგენს ძლიერი უკრაინა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. დაფინანსების შესახებ ჩვენი წინადადებები განიხილება. მიზანია - ძლიერი უკრაინა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც აგრეთვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ესწრებოდნენ, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ზელენსკის, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპების ერთგული რჩება.
„უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ. უკრაინის უსაფრთხოება, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ზღუდე, გრძელვადიან პერსპექტივაში გარანტირებული უნდა იყოს“, - დასძინა მან.
As peace talks are ongoing, the EU remains ironclad in its support for Ukraine.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 8, 2025
Our financing proposals are on the table.
The goal is a strong Ukraine, on the battlefield and at the negotiating table.
We reaffirmed to President @ZelenskyyUA that the EU remains steadfast and… pic.twitter.com/Ol0vxyGvXX





