ამერიკული ბანკის „ჯეი პი მორგანის“ გენერალური დირექტორი: სოციალური უსაფრთხოებისა და ევროს შემოღებით გატარებული რეფორმების მიუხედავად, ევროკავშირი ახლა სუსტია. მიზეზი გადაჭარბებული ბიუროკრატიაა
მსოფლიო

ჯეიმი დიმონი
ფოტო: Getty Images
ევროპის რეალური პრობლემა ბიუროკრატიაა, რომელმაც ბიზნესი, ინვესტიციები და ინოვაციები შეზღუდა, - განაცხადა ამერიკული ბანკის „ჯეი პი მორგანის“ გენერალურმა დირექტორმა. ჯეიმი დიმონის თქმით, სუსტი ევროპა სერიოზული ეკონომიკური საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის.
„ევროპას რეალური პრობლემა აქვს. მათ განდევნეს ბიზნესი, ინვესტიციები და ინოვაციები. ეს კი ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. სოციალური უსაფრთხოებისა და ევროს შემოღებით გატარებული რეფორმების მიუხედავად, ევროკავშირი ახლა სუსტია. მიზეზი გადაჭარბებული ბიუროკრატიაა. მის განვითარებას კი მუდმივი პოლიტიკური სირთულეები ამუხრუჭებს. თუ ევროპა დაიშლება, აღარ იქნება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ეს კი ჩვენ ძლიერ დარტყმას სხვებზე მეტად მოგვაყენებს, რადგანაც ევროპა ყველა პარამეტრით, ჩვენი მთავარი მოკავშირეა. შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპას გაძლიერებაში და ამისთვის გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო“, - აცხადეს დიმონი.





